ვინ ვართ ჩვენ



კომპანია „კონექტი“ შეიქმნა შპს ,,რენდერ პროდაქშენი“-სა და შპს ,,პრედატორი“-ს გაერთიანებით, რომლებიც რამდენიმე წელია წარმატებულად ეწევიან საქმიანობას ბაზარზე. „კონექტის“ ძირითადი იდეა სერვისების სრული სპექტრით მომსახურებაა - ALL IN ONE. 


პროფესიონალიზმი და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს მუდმივად შევთავაზოთ მომხმარებელს ახალი გადაწყვეტები, შევინარჩუნოთ ხარისხის მაღალი სტანდარტები და ვიზრუნოთ მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.




ვებ დიზაინი



"კონექტი" გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის, დახვეწილი და კრეატიული დიზაინის მქონე ვებ-გვერდებს, facebook-ის აპლიკაციებს, ფლეშ ანიმაციებს და მრავალ სხვას.


ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ვებ-გვერდის განთავსებაში, მის პოპულარიზაციაში, საძიებო სისტემებში რეგისტრაციასა და ოპტიმიზაციაში (SEO).




დატა ცენტრი



"კონექტი" სრულუფლებიანი პროვაიდერია და აქტიურად ეწევა ავტორიზებულ საქმიანობას საინფორმაციო-ტექნოლოგიების სფეროში. გააჩნია საკუთარი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი დატა ცენტრი, რომელსაც ემსახურება მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი.


ამ მიმართულებით ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: ვებ-ჰოსტინგი, კოლოკაცია, ვირტუალური და პერსონალური სერვერები, სისტემური ადმინისტრირება და პროგრამირება.




ვიდეო და კინო პროდაქშენი



"კონექტის" ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მაღალი ხარისხის ვიდეო და კინო პროდაქშენი. ჩვენი კომპანია გთავაზობთ თანამედროვე სპეც-ეფექტებით, ახალი თაობის მაღალხარისხიან ვიდეო ფორმატის სატელევიზიო გადაცემების, კორპორაციული და დოკუმენტური ფილმების, სარეკლამო და სოციალური რგოლების დამზადებას.


ჩვენი კომპანია ასრულებს რთულ ვიდეო-სამონტაჟო სამუშაოებს, ტიტრების დადებას, გახმოვანებას პროფესიონალი მსახიობების შესრულებით, DVD დისკის შაბლონის კომპილაციასა და ტირაჟირებას.




კორპორაციული ბრენდირება



საფირმო სტილი წარმოადგენს კომპანიის აზროვნებისა და მოქმედების სფეროს ვიზუალურ გამოხატულებას. იგი ხაზს უსვამს თქვენი კომპანიის სტაბილურობას, მის სურვილს დაიკავოს და შემდეგში ხანგრძლივად ეჭიროს ბაზარზე მოწინავე ადგილი.


"კონექტი"-ს დიზაინერები დაგეხმარებიან შექმნათ კარგად დასამახსოვრებელი და ხაზგასმით ეფექტური საფირმო მარკა (ლოგოტიპი), სავიზიტო ბარათი, ბრენდბუქი, ბუკლეტი, კატალოგი, მოსაწვევი და სხვა მრავალი, რაც უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის ცნობადობას და მის ბრენდად ჩამოყალიბებას.